ამბროლაურის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება გაიარა
ამბროლაურის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება გაიარა

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ამბროლაურის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება გაიარა.

„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების სერტიფიცირების პროცესი გრძელდება. ამჯერად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დანერგილი ახალი წესის თანახმად, აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება ამბროლაურის აეროპორტმა წარმატებით გაიარა. რითაც დასრულდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ოპერირებადი აეროპორტების სერტიფიცირების პროცესი.

ამბროლაურის განახლებულმა აეროპორტმა, რომელიც იანვრის თვეში 5 წლის გახდა, სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისობაში მოიყვანა.

მანამდე რესერტიფიცირება წარმატებით გაიარეს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ოპერირებადმა ქუთაისის საერთაშორისო და მესტიის ადგილობრივმა აეროპორტებმა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. ყველა ეტაპი, ამბროლაურის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით გაიარა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რომ ოპერირება მის მიერ ოპერირებად აეროპორტში არის უსაფრთხო. სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისია ამოწმებს და ადგილზე აფასებს აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ საშუალებებსა და აღჭურვილობას, რათა დარწმუნდეს რომ აეროპორტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობითა და მათი წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ICAO-ს სტანდარტებთან“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

უწყების ცნობით, სამოქალაქო აეროდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ ის გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა გარკვეული კატეგორიის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ამბროლაურის აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა.

დატოვე კომენტარი