მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა
მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა

მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებული მამუკა ნიგურიანი დამნაშავედ ცნეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად განესაზღვრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ლომარ ნიგურიანი 2017 წლის 25 დეკემბერს მესტიაში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არ არის დაკავებული.