მესტიაში საკრებულოს წევრი მოკლეს
მესტიაში საკრებულოს წევრი მოკლეს

მესტიაში მკვლელობა მოხდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მოკლულია საკრებულოს წევრი ლ.ნ.

მკვლელობა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა პირველ არხს განუცხადა, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდესის  109-ე  (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებითაა აღძრული.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი მ.ნ მიიმალა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.