მესტიაში ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება [ვიდეო]

13:34, 09.06.2019

მესტიაში ხიდიდან ავტომანქანით გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მაშველებმა მდინარე დოლრაში ​ავტომობილი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მესტიის სამსახურის გარდა, ჩართული არიან ზუგდიდისა და ქუთაისის საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანამშრომლები.

22 და 23 წლის მამაკაცები მსუბუქი ავტომობილით გადააგილდებოდნენ, რა დროსაც, ავტომობილი ბეჩოს ხიდიდან მდინარე დოლრაში გადავარდა.

მსგავსი