მესტიაში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა, მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
მესტიაში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა, მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მესტიაში მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

როგორც მესტიის მერიაში აცხადებენ, 22 და 23 წლის მამაკაცები მსუბუქი ავტომობილით გადააგილდებოდნენ, რა დროსაც, ავტომობილი ბეჩოს ხიდიდან გადარდა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აწარმოებენ.

ჯერჯერობით ახალგაზრდების პოვნა ვერ ხერხდება.