მესტიაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში ხიდიდან ავტომანქანით გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ისინი ​ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ავტომობილში ნახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებს ადიდებული მდინარე დოლრა და ხეობის რთული რელიეფი ართულებდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

22 და 23 წლის მამაკაცები მსუბუქი ავტომობილით გადააგილდებოდნენ, რა დროსაც, ავტომობილი ბეჩოს ხიდიდან მდინარე დოლრაში გადავარდა.