მესის ტრავმა არ მიაყენო, თორემ მოგკლავ - სერხიო აგუეროს რეაქცია ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას პირდაპირი ტრანსლიაცია გამართა.
აგუეროს ყველაზე შთამბეჭდავი რეაქცია იმ მომენტში ჰქონდა, როცა შეიტყო, რომ ერთ ჯგუფში მოხვდნენ ლიონელ ,მესის „პარი სენ-ჟერმენი“ და ნიკოლა ოტამენდის „ბენფიკა“.
ყოფილმა ფორვარდმა გააფრთხილა პორტუგალიური კლუბის ცენტრალური მცველი. „გთხოვ, არ მიაყენო ტრავმა მესის, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგკლავ. მუნდიალი ახლოვდება“, – გამოაცხადა აგუერომ სტრიმის დროს.
ოტამენდი და აგუერო თანაგუნდელები იყვნენ არგენტინის ნაკრებსა და „მანჩესტერ სიტიში“.