არგენტინის ნაკრები იტალიასთან (23 მარტი) და ესპანეთთან (27 მარტი) ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.
ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე, ორმხრივი თამაშისას, „ბარსელონას“ ფორვარდმა ლოინელ მესიმ სუპერგოლი გაიტანა: მან ცენტრში მიიღო ბურთი, დრიბლინგით რამდენიმე მცველი გაიარა და საჯარიმოს ხაზიდან დაბალ კუთხეში შეაგდო გოლი.