მესის ხელი აქვს მოტეხილი და სამი კვირა ვერ ითამაშებს
მესის ხელი აქვს მოტეხილი და სამი კვირა ვერ ითამაშებს

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ „ბარსელონას“ ფორვარდს – ლიონელ მესის, ხელი აქვს მოტეხილი და მოედანზე გასვლას სამი კვირა ვერ შეძლებს. შესაბმისად,  თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ – მესი „სუპერკლასიკოს“ გამოტოვებს.

არგენტინელმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში -„სევილიასთან“ მატჩის დროს მიიღო და 26-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, მესიმ გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოასწრო.

„ბარსელონა“ სამი კვირის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგაზე, ორჯერ „ინტერის“ წინააღმდეგ ითამაშებს, ესპანეთის ჩემპიონატში კი „რეალსა“ და „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.