პირველად 11 წლის განმავლობაში - სუპერკლასიკოში მესი და რონალდუ  არ ითამაშებენ
პირველად 11 წლის განმავლობაში - სუპერკლასიკოში მესი და რონალდუ არ ითამაშებენ

მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ „სევილიასთან“ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო გაირკვა, რომ თამაშს სამი კვირა ვერ შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველად ბოლო 11 წლის განმავლობაში, „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი, მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაივლის. ბოლოს ასეთი რამ 2007 წლის 23 დეკემბერს მოხდა, როცა „კამპ ნოუზე“ მადრიდელებმა კატალონელები 1:0 დაამარცხეს.

სხვათა შორის, მესიმ 459-ე მატჩი მოიგო „ბარსელონას“ შემადგენლობაში და ამ მაჩვენებლით ანდრეს ინიესტას დაეწია. ისინი მეორე ადგილს იყოფენ. ამ დუეტზე წინ – 476 მოგებით მხოლოდ ჩავია.