ლიონელ მესიმ ხელის მძიმე ტრავმა მიიღო და კლასიკოს გამოტოვება ემუქრება
ლიონელ მესიმ ხელის მძიმე ტრავმა მიიღო და კლასიკოს გამოტოვება ემუქრება

ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის შეხვედრა „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის, ლიონელ მესის მძიმე ტრავმით დასრულდა. არგენტინელი ფეხბურთელი მინდორზე სტუმრების ნახევარმცველთან ფრანკო ვასკესთან შეჯახების შემდეგ უხერხულად დაეცა.

ტრავმის სიმძიმის ხარისხი მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა კატალონიურმა რადიომ დაწერა, რომ მესიმ ხელის მყესები დაიზიანა, რაც გამოჯანმრთელების პროცესს გაართულებს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ლეო „რეალის“ წინააღგმდეგ 28 ოქტომბერს გასამართ სუპერკლასიკოს გამოტოვებს.

რაც შეეხება ლიდერ „სევიალიასთან“ შეხვედრას, „ბარსელონამ“ მატჩი იოლად მოიგო და პრიმერა დივიზიონში ლიდერობა დაიბრუნა.

მასპინძლები ფილიპე კოუტონიოს, მესისა და ლუის სუარესის გოლებით 3:0-ს იგებდნენ. ამის შემდეგ, სარაბიამ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა, ივან რაკიტიჩმა სამბბურთიანი უპირატესობა აღადგინა.

„ბარსამ“ დიდი ანგარიშით მოგება მაინც ვერ შეძლო, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მურილიომ მეორედ აიღო მასპინძელთა კარი. „ბარსელონამ“ 4:2 გაიმარჯვა და უახლოეს მდევარ „ალავესს“ ერთი ქულით უსწრებს.