„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი კვლავ ეჭვმიტანილია გადასახადებისგან თავის არიდებაში. ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები ეჭვობენ, რომ არგენტინელი საკუთარი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით მალავდა შემოსავლების ნაწილს, – იტყობინება გერმანული გაზეთი Spiegel.
ირკვევა, რომ გამომძიებლები რამდენიმე წელი აგროვებდნენ მონაცემებს არგენტინელის ფონდზე, რომელიც დაკავებულია საქველმოქმედო მატჩების ორგანიზებით.
Spiegel ამტკიცებს, რომ „ბარსელონას“ კაპიტანი 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს რამდენიმე ასეთ მატჩს აწყობს და ამ გზით იღებს შემოწირულობებს საკუთარი ფონდისთვის, მაგრამ ამ თანხის დიდი ნაწილი არ ხვდება ფონდის ანგარიშზე.
ცოტა ხნის წინ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ მესი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც კონტრაქტის მიხედვით წელიწადში 100 მილიონ ევროს იღებს.