„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდს ლიონელ მესის ახალი პრობლემები აქვს.
კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრმა (OCCRP) გამოაქვეყნა დოკუმენტების ახალი პაკეტი, რომელიც 2016-2017 წლების პერიოდში პანამურ ოფშორებს უკავშირდება.
დოკუმენტებში ფიგურირებს ლიონელ მესი, რომელიც თავის მამასთან ერთად იყენებდა ერთ-ერთი პანამურ კომპანიას გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, მესი 21-თვიანი პატიმრობით დაისაჯა ანალოგიური ბრალდების გამო. განაჩენი პირობითი იყო, რადგან არგენტინელს პირველად ჰქონდა პრობლემები მართლმსაჯულებასთან.