მესის „ბარსელონაში“ თამაში სურს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ლაპორტამ თავის ამომრჩევლებს მიმართა #1TVSPORT
მესის „ბარსელონაში“ თამაში სურს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ლაპორტამ თავის ამომრჩევლებს მიმართა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ სიტყვით მიმართა თავის ამომრჩევლებს.

„პირველ რიგში, მინდა ჩემს მხარდამჭერებს მადლობა გადავუხადო. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები კლუბის ისტორიაში პანდემიის გამო, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა. მადლობა ყველას, ვინც ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირა. დღეს იყო დემოკრატიისა და „ბარსელონას“ ზეიმი.

მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იოჰან კრუიფის მიმართ, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დაგვეხმარა. ის ყოველთვის იქნება ჩვენი აღმაფრენის წყარო.

ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ დღეს ხმის მისაცემად მოვიდა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი. მას სურს „ბარსელონაში“ თამაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მივესალმებით მის სურვილს. ეს ის არის, რაც ყველას გვსურს.

„ბარსელონა“ – ეს დიდი და შესანიშნავი ოჯახია, რომელიც ერთიანობით გადალახავს ყველა სირთულეს. მივაღწევთ მიზნებს, რომელიც საკუთარ თავს დავუსახეთ. ვთხოვ „ბარსელონას“ ყველა გულშემატკივარს, არ იფიქრონ იმაზე, რა უნდა გააკეთოს კლუბმა მათთვის, არამედ დაფიქრდნენ, თავად რა შეიძლება გააკეთონ კლუბისთვის“, – განაცხადა ლაპორტამ. 

შეგახსენებთ, რომ ჟოან ლაპორტა ერთხელ უკვე იყო „ბარსელონას“ პრეზიდენტი – 2003-2010 წლებში. მისი პრეზიდენტობისას კატალონური კლუბი ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ესპანეთის თასი, სამჯერ მოიპოვა ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე და თითოჯერ – უეფას სუპერთასზე და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.