მესიმ წარადგინა არგენტინის ნაკრების ფორმა თავის გამოსათხოვარ მატჩზე [ვიდეო] #1TVSPORT

06:58, 22.09.2026

არგენტინის ნაკრები კომპანია Adidas-ის მიერ შეკერილი სპეციალური ფორმით ითამაშებს ლიონელ მესის გამოსათხოვარ მატჩში.

39 წლის ფეხბურთელმა მაისური სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეო მეშვეობით წარადგინა. „ბოლო მატჩი… მთელი ცხოვრების მაისური“, – დაწერა მესიმ.

ლიონელ მესის გამოსათხოვარი მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება. ამ დღეს არგენტინის ნაკრები ბენინის ნაკრებს შეხვდება.

მსგავსი