მესიმ ტრავმა მიიღო და აშშ-ის ტურნეს გამოტოვებს
მესიმ ტრავმა მიიღო და აშშ-ის ტურნეს გამოტოვებს

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი შვებულებიდან დაბრუნდა და ვარჯიშებს შეუდგა. თუმცა, ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე არგენტინელმა მარჯვენა ფეხში დისკომფორტი იგრძნო და იძულებული გახდა მინდორი დაეტოვებინა.

გაირკვა, რომ მესის მარჯვენა ფეხზე კუნთი აქვს დაზიანებული. სწორედ ამის გამო არ გაჰყვა ის ორშაბათს აშშ-ის ტურნეში „ბარსელონას“, სადაც კატალონიურ გუნდს ამხანაგური მატჩები ელოდება „ნაპოლისთან“ – 8 და 11 აგვისტოს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება ლიონელ მესის აღდგენისთვის. „ბარსელონას“ ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში პირველი მატჩი 16 აგვისტოს „ბილბაოს“ წინააღმდეგ აქვს.