მესიმ თავისი ორი ვაჟი დაახასიათა
მესიმ თავისი ორი ვაჟი დაახასიათა

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ესპანურ Marca-სთან ინტერვიუში საკუთარი შვილები – ტიაგო და მატეო დაახასიათა.

შეიძლება ითქვას, რომ უმცროსმა მატეომ კითხვა რომ იცოდეს, ძალიან ნაწყენი დარჩებოდა.

„ტიაგო – ნამდვილი ფენომენია. ის საუკეთესოდ იქცევა. მატეო – მისი საპირისპიროა. მას აუტანელი ბავშვის ხასიათი აქვს. სასიამოვნოა იმის ნახვა, როგორი განსხვავებულები არიან ისინი“, – ამბობს არგენტინელი.

ტიაგო მესის 2 ნოემბერს ხუთი წელი შეუსრულდა, მატეო მესი კი 2015 წლის 11 სექტემბერს არის დაბადებული.