მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

07:35, 06.08.2026

„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველად გაიტანა.

39 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ლიგების თასის მატჩში მექსიკური „ატლეტიკო სან ლუისის“ წინააღმდეგ და დუბლი შეასრულა. არგენტინელმა მე-11 და 44-ე წუთებზე გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, მეორე ტაიმში მან ერთი შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.

„ინტერ მაიამიმ“ შეხვედრა 4:2 მოიგო.

მიმდინარე საკლუბო სეზონში მესის 18 მატჩში 15 გოლი დაუგროვდა, ხოლო კარიერაში 1166 მატჩში 921 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი