მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა შესრულებული პენალტების რაოდენობით, მაგრამ ნახევარი ვერ გაიტანა #1TVSPORT

20:45, 07.07.2026

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა, ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა შესრულებული პენალტების რაოდენობით.

ეგვიპტესთან მერვედფინალური მატჩის 21-ე წუთზე მესიმ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. მან მერვედ შეასრულა პენალტი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებზე, ამასთან, ზუსტად ნახევარის რეალიზება შეძლო – ოთხი გოლი გაიტანა. შვიდი პენალტი აქვს შესრულებული მსოფლიო ჩემპიონატებზე ინგლისელ ჰარი კეინს.

ასევე მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც ერთ ჩემპიონატზე ორი პენალტი გააფუჭა. პირველ ჯერზე ეს მოხდა ჯგუფური ეტაპის მატჩში ავსტრიის წინააღმდეგ.

მსგავსი