მესიმ MLS-ის მატჩში პენალტი ვერ გაიტანა #1TVSPORT
MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „ინტერ მაიამიმ“ 1:4 წააგო „ნეშვილთან“.
ლიონელ მესი ფლორიდული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო. ლეგენდარულმა არგენტინელმა პირველი ტაიმის შუაში, 0:1-ზე პენალტი ვერ გამოიყენა, 45-ე წუთზე შედეგიანი გადაცემა შეასრულა, 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 93-ე წუთზე კი ერთ ეპიზოდში ძელს ორჯერ გაარტყა ბურთი.
ასე რომ, მესის უგოლო სერიამ MLS-ში სამ მატჩს მიაღწია. სულ სეზონის 16 მატჩში არგენტინელის ანგარიშზე 12 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემაა.