მესიმ გასულ სეზონში კრიშტიანო რონალდოს აჯობა სტატისტიკური მაჩვენებლებით
პოპულარულმა ვებგვერდმა „ვჰუსქორდ“-მა (WhoScored) სერია A-სა და ლა ლიგას შედეგების მიხედვით „ბარსელონას“ კაპიტნის ლიონელ მესისა და „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიან რონალდოს მაჩვენებლები შეადარა.
პორტუგალიელმა თავის ძირითად კონკურენტს გოლების რაოდენობითა და ტიტულების რიცხვით გაუსწრო – რონალდომ სერია A მოიგო, „ბარსელონა“ კი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.
სამაგიეროდ, მესი უსწრებს კრიშტიანოს საგოლე გადაცემებით, „მატჩის საუკეთესო მოთამაშის“ პრიზების რაოდენობით, აგრეთვე, სეზონში საშუალო შეფასებით.
მესისა და რონალდოს მაჩვენებლები 2019-20 წლების სეზონში:
1. გოლები
რონალდო 31-25 მესი
2. საგოლე გადაცემები
მესი 21-5 რონალდო
3. ტიტულები
რონალდო 1-0 მესი
4. მატჩში საშუალო შეფასება
მესი 8.71-7.82 რონალდო
5. „მატჩის საუკეთესო მოთამაშის“ პრიზი
მესი 22-10 რონალდო