მესი ვენესუელასთან მატჩში სასტარტოში იქნება
მესი ვენესუელასთან მატჩში სასტარტოში იქნება

არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი პირველივე წუთებიდან დაიწყებს ამხანაგურ შეხვედრას ვენესუელის წინააღმდეგ, რომელიც 22 მარტს მადრიდში, სტადიონ ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართება.

ეს პირველი სანაკრებო მატჩი იქნება ბარსელონას კაპიტნისთვის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ.

უკვე ცნობილია არგენტინელთა სასტარტო შემადგენლობაც:

არმანი, მონტიელი, მერკადო, ფოიტი, ლისანდრო მარტინესი, ლო სელსო, პარედესი, ტალიაფიკო, მესი, ლაუტარო მარტინესი, გონსალო მარტინესი.