მესი TOP5 ჩემპიონატების საუკეთესო დრიბლიორია
მესი TOP5 ჩემპიონატების საუკეთესო დრიბლიორია

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ბოლო 13 წლის განმავლობაში ევროპის წამყვანი ხუთი ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორია, – გამოიკვლია სტატისტიკურმა სააგენტო Opta-მ.

2006-07 წლების სეზონიდან მოყოლებული, რაც ამგვარი სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყეს, მესიმ 1880 ფინტი შეასრულა, რაც მცდელობის საერთო რაოდენობის 57.2 პროცენტს შეადგენს. გაცილებით ჩამორჩა არგენტინელს „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო – 816 წარმატებული ფინტი (44 პროცენტი) და მეხუთე ადგილი რეიტინგში.

მესის გარდა, საუკეთესო სამეულში არიან „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი (1220, 57.1%) და „ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი (939, 47.9%).

ევროპის 10 საუკეთესო დრიბლიორი:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 1880 ფინტი, 57,2% წარმატებული

2. ედენ აზარი (რეალი) – 1220, 57,1%

3. ფრანკ რიბერი (ფიორენტინა) – 939, 47,9%

4. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 832, 46,6%

5. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 816, 44%

6. ხოაკინი (ბეტისი) – 798, 50,9%

7. ჰატემ ბენ-არფა (უკლუბოდ) – 770, 50,6%

8. ანდრეს ინიესტა (ვისელ კობე) – 739, 60,9%

9. რობერტო ფირმინო (ლივერპული) – 736, 56,8%

10. ნეიმარი (პსჟ) — 734, 50,2%.