მესი ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო დრიბლიორი გახდა
მესი ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო დრიბლიორი გახდა

„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი სათავეში ჩაუდგა 2019-20 წლების სეზონის ლა ლიგაში საუკეთესო დრიბლიორების რეიტინგს. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, არგენტინელმა 182-ჯერ მოატყუა თავისი ოპონენტები.

მეორე ადგილზეა „ბეტსის“ ნახევარმცველი ნაბილ ფეკირი – 98 დრიბლინგი. პირველ სამეულში მოხვდა ანდრე ზამბო-ანგისა „ვილიარეალიდან“ (86).

ბოლო 10 წლის განმავლობაში, მესი ექვსჯერ გახდა საუკეთესო დრიბლიორი სეზონის შედეგების მიხედვით. ასეთი მაჩვენებელი არც ერთ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონია.