მესი ლა ლიგაში ჰეთ-თრიკებით რონალდოს დაეწია

17:56, 10.11.2019

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე 4:1 გაანადგურა ვიგოს „სელტა“. ამ მატჩში სამი გოლი „ბარსას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ გაიტანა.

ეს არგენტინელისთვის 34-ე ჰეთ-თრიკი იყო პრიმერადივიზიონში. ის ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა მადრიდის „რეალის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს.

ახლა, ისინი აბსოლუტური რეკორდსმენები არიან. ამასთან, კრიშტიანოს პრიმერაში 292 მატჩი აქვს ჩატარებული, მესის – 459.

მსგავსი