მესი ევროპაში აღარ ითამაშებს - მინდოდა „ბარსელონაში“ დაბრუნება, მაგრამ ეს შეუძლებელია #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ გამოაცხადა, რომ ფეხბურთელის კარიერის ბოლომდე აღარ დაბრუნდება ევროპულ კლუბებში სათამაშოდ.
„მინდოდა „ბარსელონაში“ დაბრუნება. მსურდა მქონოდა შესაძლებლობა მეთამაშა იქ, სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ოჯახურ ატმოსფეროში მივიღეთ გადაწყვეტილება. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ფაქტმაც იქონია დიდი გავლენა. ჩემთვის ცხადი იყო, რომ არ მინდოდა ევროპაში რომელიმე სხვა კლუბში თამაში. არ მსურდა იქ გადასვლა“, – მესიმ „ინტერ მაიამის“ პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.