მესი და დი მარია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის გამოიძახეს #1TVSPORT
მესი და დი მარია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის გამოიძახეს #1TVSPORT

სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი იწყება. სექტემბერში გასამართი პირველი ორი ტურისთვის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, არგენტინამ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები – ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ვალტერ ბენიტესი (ეინდჰოვენი, ნიდერლანდები), ხუან მუსო (ატალანტა, იტალია);

მცველები – ნაუელ მოლინა (ატლეტიკო, ესპანეთი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი, საფრანგეთი), გონსალო მონტიელი (ნოტინგემი, ინგლისი), ხერმან პეცელია (ბეტისი, ესპანეთი), ხუან ფოიტი (ვილიარეალი, ესპანეთი), მარკოს სენეზი (ბორნმუთი, ინგლისი), ლუკას ესკიველი (ატლეტიკო პარანაენსე, ბრაზილია);

ნახევარმცველები – როდრიგო დე პაული (ატლეტიკო, ესპანეთი), ლეანდრო პარედესი (რომა, იტალია), გვიდო როდრიგესი (ბეტისი, ესპანეთი), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული, ინგლისი), ესეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), ენცო ფერნანდესი (ჩელსი, ინგლისი), ჯოვანი ლო ჩელსო (ტოტენჰემი, ინგლისი), ტიაგო ალმადა (ატლანტა იუნაიტედი, MLS), ფაკუნდო ბუონანოტე (ბრაიტონი, ინგლისი), ალან ველასკო (დალასი, MLS), ბრუნო საპელი (ატლეტიკო პარანაენსე, ბრაზილია);

ფორვარდები – ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, MLS), ანხელ დი მარია (ბენფიკა, პორტუგალია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა, იტალია), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლუკას ბელტრანი (ფიორენტინა, იტალია), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი).

არგენტინა პირველ შეხვედრას 8 სექტემბერს ეკვადორის წინააღმდეგ ჩაატარებს, 12 სექტემბერს, მეორე ტურს – ბოლივიასთან.