მესი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 23 წლის ასაკისთვის, კრიშტიანო რონალდო ტოპ-ათეულში ვერ მოხვდა
მესი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 23 წლის ასაკისთვის, კრიშტიანო რონალდო ტოპ-ათეულში ვერ მოხვდა

პოპულარულმა ვებგვერდმა „გივმისპორტმა“ (GiveMeSport) შეადგინა 23 წლისთვის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირების რეიტინგი.

სიას სათავეში ჩაუდგა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, რომელსაც 23 წლისთვის 25 გოლი ჰქონდა გატანილი. მეორე ადგილზეა „რეალის“ ლეგენდა რაული 22 გოლით. სამეულშია „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე – 21 წლის ფეხბურთელს 19 გოლი დაუგროვდა.

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო ტოპ-ათეულში ვერ მოხვდა – 23 წლისთვის პორტუგალიელს მხოლოდ რვა გოლი ჰქონდა გატანილი.

სრულად ტოპ10 ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი – 25 გოლი

2. რაული – 22

3. კილიან მბაპე – 19

4. ქარიმ ბენზემა – 17

5. ალესანდრო დელ პიერო, ანდრეი შევჩენკო – 16

7. ხავიერ სავიოლა – 15

8. გაბრიელ ჟესუსი, უეინ რუნი – 13

10. სესკ ფაბრეგასი, ერლინგ ჰალანდი, პატრიკ კლუივერტი – 10.