მესი ბრაზილიის წინააღმდეგ არ ითამაშებს
KAZAN, RUSSIA - JUNE 30: Lionel Messi of Argentina is challenged by Blaise Matuidi and Kylian Mbappe of France during the 2018 FIFA World Cup Russia Round of 16 match between France and Argentina at Kazan Arena on June 30, 2018 in Kazan, Russia. (Photo by Catherine Ivill/Getty Images)
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ გამოაცხადა, რომ „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ოქტომბერში გასამართ ამხანაგურ მატჩებში არ ითამაშებს.
„ველაპარაკე მესის“ – ამბობს FourFourTwo-სთან კომენტარში სკალონი. – „ვფიქრობთ, მისთვის უმჯობესი იქნება, თუ არ ჩამოვა არგენტინის ნაკრებში სათამაშოდ“.
არგენტინა 11 ოქტომბერს ერაყის ნაკრებს შეხვდება, 16 ოქტომბერს – ბრაზილიას.