მესი „ბარსელონადან“ წავა, თუ კატალონელები ნეიმარს არ დააბრუნებენ
მესი „ბარსელონადან“ წავა, თუ კატალონელები ნეიმარს არ დააბრუნებენ

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, გუნდი დატოვოს, – იტყობინება გამოცემა „კონფიდენსიალი“. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კატალონელები ვერ დააბრუნებენ „პარი სენ-ჟერმენიდან“ ნეიმარს. არგენტინელი ვარსკვლავი უკმაყოფილოა გუნდში მიმდინარე მდგომარეობით და შეიძლება გამოიყენოს მის კონტრაქტში არსებული განსაკუთრებული პუნქტი. ის საშუალებას აძლევს მესის, სეზონის ბოლოს წავიდეს მშობლიური გუნდიდან.

„ბარსელონას“ განზრახული აქვს მესისთან კონტრაქტის გაგრძელება, მაგრამ ჯერ უნდა გადაწყვიტოს ბრაზილიელი ფორვარდის დაბრუნების საკითხი.

უფრო ადრე დიდი რეზონანსი გამოიწვია კონფლიქტმა მესისა და კლუბის სპორტულ დირექტორს ერიკ აბიდალს შორის. არგენტინელის უკმაყოფილების მიზეზი გახდა აბიდალის სიტყვები იმის შესახებ, რომ ყველა ფეხბურთელი კმაყოფილი არ იყო გუნდის ყოფილი მწვრთნელით ერნესტო ვალვერდეთი, ამიტომაც ბოლომდე არ იხარჯებოდნენ მოედანზე.