მესი არგენტინა-პერუს მატჩის ბრაზილიელ მსაჯს მიკერძოებაში ადანაშაულებს  #1TVSPORT
მესი არგენტინა-პერუს მატჩის ბრაზილიელ მსაჯს მიკერძოებაში ადანაშაულებს #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ციკლის მატჩში არგენტინა პერუს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.

არგენტინელთა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ მატჩის არბიტრის შესახებ ისაუბრა და ბრაზილიელი მსაჯი ვილტონ სამპაიო მიკერძოებაში დაადანაშაულა.

„რთული მატჩი ჩავატარეთ, – დაწერა მესიმ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. – ძლიერი ქარი იყო, მოწინააღმდეგე კი ღრმა დაცვიდან გვეთამაშებოდა და თავისუფალ სივრცეს არ ტოვებდა. ეს არბიტრი კი ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებს, როცა ჩვენს თამაშებს მსაჯობს. როგორც ჩანს, ასე სპეციალურად იქცევა. ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანი იყო და მიზანს უფრო მივუახლოვდით“, – ამბობს ლიონელ მესი.

სამხრეთ ამერიკის ჯგუფში ჩატარებული 11 მატჩის შემდეგ, არგენტინის ნაკრები მეორე ადგილზეა, პერუ კი მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.