მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ
მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

ტყიბულში, მეშახტეების საპროტესტო აქცია ახალი მოთხოვნით განახლდა.

მეშახტეები ხელისუფლებისგან ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მეშახტემ, ხვიჩა გაბუნიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება მოსახლეობას კომუნალური გადასახადების კუთხით შეღავათს მისცემს და რაიონის მოსახლეობას სოციალური პრობლემების ნაწილს მოუხსნის.

ტყიბულელი მეშახტეები 24 სექტმბრიდან საპორტესო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.

ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ტყიბულში პრობლემების მოსაგვარებლად ჩავა.