მესაზღვრის დედა - მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემ შვილს სოფელ ომალოში ხვალ გადმოგვცემენ
მესაზღვრის დედა - მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემ შვილს სოფელ ომალოში ხვალ გადმოგვცემენ

მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემ შვილს სოფელ ომალოში ხვალ გადმოგვცემენ,- ამის შესახებ პირველ არხს მესაზღვრე კობა მაჭარაშვილის დედამ განუცხადა.

ნარგიზა მახათაძის თქმით, შვილი ორი დღეა ოჯახს არ შეხმიანებია. სოფელ პატარა გორში მცხოვრები კობა მაჭარაშვილი, რომელიც 13 წელია სასაზღვრო პოლიციის „კაბალჰესისსაგუშაგოზე​ მესაზღვრედ მუშაობს, სამსახურში წასვლის შემდეგ არ გამოჩენილა. მაჭარაშვილის დედის განცხადებით, მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა.

„ჩემი შვილთან ერთად, როგორც გავიგე, კიდევ არის მისი თანამშრომელი, თუმცა რა მოუხდათ, ან როგორ, ამის შესახებ მე ჯერ არაფერი ვიცი“, – აცხადებს მაჭარაშვილის დედა.

მეორე მესაზღვრე, გიორგი კერესელიძე სოფელ შრომიდან არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორი მესაზღვრე სამსახურეობრივი შემოვლის დროს რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. უწყების ცნობით, რუსეთი ორ ქართველ მესაზღვრეს ქართულ მხარეს 29 ივნისს გადმოსცემს.

დატოვე კომენტარი