მესამე დღეა, საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 2 500-ს აჭარბებს
საფრანგეთში კარანტინის მოხსნის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი კვლავ მატულობს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში აღრიცხეს 2 846 ინფიცირებული. ეს უკვე მესამე დღეა, რაც საფრანგეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 500-ს აჭარბებს.
ბოლო 24 საათში საფრანგეთში „კოვიდ-19“-ს 18 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მყოფი პაციენტების რიცხვი მცირდება. ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატი მხოლოდ 367 პაციენტს სჭირდება.
„ჩვენ ვნერვიულობთ იმ სიტუაციაზე, რომელიც იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად ზომები არ მივიღეთ“, – განაცხადეს საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში.