„მერანში“ დიდი ცვლილებებია - შვიდი ფეხბურთელი წავიდა, ოთხი დაიმატეს #1TVSPORT
„მერანში“ დიდი ცვლილებებია - შვიდი ფეხბურთელი წავიდა, ოთხი დაიმატეს #1TVSPORT

მარტვილის „მერანში“ დიდი საკადრო ცვლილებებია – ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერი 7 ფეხბურთელს დაემშვიდობა, ხოლო სანაცვლოდ ჯერ მხოლოდ 4 მოთამაშე დაიმატა.

გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს ლუკა მიქაიამ, ლაშა გორდულავამ, ზვიად ქანთარიამ, ლუკა კიკაბიძემ, თორნიკე მუზაშვილმა, ბექა ბიბილაშვილმა და ნიკა შალამბერიძემ.

მერანში” დაბრუნდა ირაკლი ჯანჯღავა. გუნდში ითამაშებს მიხეილ რუხაია, რომელიც ბოლოს ლანჩხუთის „გურიაში“ ასპარეზობდა. ასევე დაიმატეს ორი მეკარე – 18 წლის დავით ასათიანი და 25 წლის გოგი კულუა, რომელიც მარტვილელებს „რუსთავიდან“ შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მარტვილის „მერანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ცოტნე მონიავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა და გუნდს დაემშვიდობა. გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილზეა.