„მერანში“ ახალი მწვრთნელი და 11 ახალწვეულია
„მერანში“ ახალი მწვრთნელი და 11 ახალწვეულია

12 მოთამაშის, სამწვრთნელო სტაფისა და სპორტული დირექტორის გაშვების შემდეგ, მარტვილის „მერანმა“ დაკომპლექტება დაიწყო.

ცნობილი გახდა, რომ მარტვილის „მერანს“ ცოტნე მონიავა გაწვრთნის. ახალგაზრდა სპეციალისტი 2015 წლიდან „მერანის“ 19 წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ბოლო ორი სეზონი კი, ახალგაზრდა სპეციალისტი „მერანის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. მეკარეების მწვრთნელად რეზი ჯიქია იმუშავებს, რომელიც ადგილობრივი კადრია და წლების განმავლობაში „მერანის“ 19 წლამდელი გუნდის მეკარეების მწვრთნელი გახლდათ.

მარტვილურმა კლუბმა გამოაცხადა, რომ გუნდთან კონტრაქტი გააგრძელეს და 2021 წლის სეზონში „მერანის“ ღირსებას დაიცავენ – ბექა ბიბილაშვილი, გიორგი გეგია, ნიკა ხარაბაძე, ნიკა შალამბერიძე, ზურაბ ენდელაძე, ცოტნე ფაცაცია, დათა წულაია და 21 წლის მალელი მარცხენა შემტევი შეიკნე სილა, რომელიც იანვარში „საბურთალომ“ მიიწვია, გუნდში ვარჯიშობდა, მაგრამ კვლავ „მერანში“ დაბრუნდა.

„მერანს“ კლუბის აღზრდილი კიჭი მელიავა დაუბრუნდა, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ჭყონდიდური კლუბის ღირსებას, 2019-2020 წლის სეზონში ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა.

რაც შეეხება სხვა დამატებულებს – „მერანში“ ახალი სეზონიდან, მელიავას გარდა, კიდევ 10 ახალწვეული ითამაშებს – გიორგი ბეგაშვილი, დავით ლომთაძე, ზვიად სიხარულია, ირაკლი ჯანჯღავა, ლაშა ჯღამაია, ვასიკო გოგოლიძე, ზვიად ქანთარია, მიხეილ რუხაია, ბაქარ ლაღაძე და ლაშა გორდულავა.