„მერანმა“ „სიონის“ დამარცხებით „გაგრა“ გაალიდერა - მარტვილში კონფლიქტმა შეხვედრა ექვსი წუთით შეაჩერა #1TVSPORT
„მერანმა“ „სიონის“ დამარცხებით „გაგრა“ გაალიდერა - მარტვილში კონფლიქტმა შეხვედრა ექვსი წუთით შეაჩერა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურში მნიშვნელოვანი ამბები მოხდა – ლიგის ლიდერი შეიცვალა და „გაგრა“ გალიდერდა, რომელიც ყველაზე დაბალანსებული გუნდი ჩანს, მთავარი ამბები კი მარტვილში მოხდა. აქვე ვიტყვით, რომ საჩხერეს „ჩიხურასა“ და თბილისის „შევარდენი 1906“-ის მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება

გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯიამ“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. გიორგი ხარებაშვილის დუბლს (22, 47) მასპინძლებმა მხოლოდ გიგა გულდედავას (28) გოლით უპასუხეს.

სპაერის“ სტადიონზე თბილისის „მერანმა“ „რუსთავი“ მიიღო და მხოლოდ ქულა მოიპოვა 1:1. ანგარიში თბილისელებმა ჯაბა კასრელიშვილის (59) გოლით გახსნეს. რუსთაველებმა იბრძოლეს და ნიკა ბოსტოღანაშვილმა 90+5-ე წუთზე მასპინძლებს გამარჯვება გამოგლიჯა.

ტურის მთავარი ამბები „მურთაზ ხურცილავა არენაზე“ მოხდა, სადაც მარტვილის „მერანმა” გათამაშების ლიდერ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. 24 წუთში მარტვილელები ზვიად სიხარულიას (5), 2:0 კიჭი მელიავას (13, პენალტი) და შეიკნე სილას (24) გოლებით შესვენებამდე 3:0 დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში ძმებმა ლუკა (48) და ნიკა ხორხელებმა (70) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 3:2.

ბოლო წუთებზე ბოლნისელები ქულის გადარეჩენას ცდილობდნენ, როდესაც მოედანზე ვითარება დაიძაბა და თამაში 6 წუთით შეწყდა, მთავარმა არბიტრმა 90+7-ე წუთზე 6 ყვითელი ბარათი აჩვენა, მათ შორის „სიონის“ მცველს ვარლამ კილასონიას, ვისთვისაც ეს მეორე ყვითელი აღმოჩნდა და მოედანი დატოვა. ამით „მერანმა“ ისარგებლა, დავით ლომთაძემ (90+9) კიდევ ერთხელ აიღო სტუმართა კარი და მარტვილელებმა 4:2 მოიგეს.

ლიდერის წაგებით ისარგებლა „გაგრამ“, რომელმაც ზუგდიდის „დინამო“ დაამარცხა (4:1) და პირველ ადგილზე დაბრუნდა. ივანე ხაბელაშვილის (10), 2:0 გიორგი გვიშიანის (26), თამაზ მაქაცარიას (30) და 4:0 გაგა გაზდელიანის (65) გოლებს ზუგდიდელებიდან მხოლოდ სიენდა მატენჯვამ (79) უპასუხა. „გაგრამ“ „სიონს“ ქულით გადაასწრო და ლიდერობა დაიბრუნა.