„მერანმა“ აზერბაიჯანელ ლეგიონერთან კონტრაქტი გაწყვიტა
„მერანმა“ აზერბაიჯანელ ლეგიონერთან კონტრაქტი გაწყვიტა

მარტვილის „მერანმა“ აზერბაიჯანელ ლეგიონერთან, ტურალ რზაიევთან კონტრაქტი ერთ თვეში გაწყვიტა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ჩვენს კლუბსა და ტურალ რზაიევს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. „მერანი” მადლობას უხდის აზერბაიჯანელ ლეგიონერს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს საფეხბურთო კარიერაში“ – წერია „მერანის“ განცხადებაში.

აზერბაიჯანელი ლეგიონერით მარტვილის „მერანში“ თებერვალში ჩაირიცხა და მისი წაასვლა მოულოდნელი იყო. 26 წლის ნახევარმცველი აზერბაიჯანელი 2016-2018 წლებში აზერბაიჯანის პრემიერლიგის „კაპაზში” ასპარეზობდა, ხოლო 2018-2019 წელს ლიეტუვაში, „იონავას” ღირსებას იცავდა.

შევიტყვეთ, რომ კონტრაქტი გაწყვეტის მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანელმა მოთამაშემ ვარჯიშზე მყესები გაიგლიჯა. კლუბმა უზრუნველყო მისი ოპერაციის ხარჯები, კომპენსაციაც მისცა და კონტრაქტი მხოლოდ ამის მერე გაწყვიტეს.

აქვე ვიტყვით, რომ მარტვილის „მერანის“ ღირსებას მალელი ფორვარდი, ჩეიქინ სილა დაიცავს. 25 წლის თავდამსხმელი ბოლოს გაბონში ასპარეზობდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.