„მერანი“ მწვრთნელებს, დირექტორსა და 12 მოთამაშეს შეელია
„მერანი“ მწვრთნელებს, დირექტორსა და 12 მოთამაშეს შეელია

მარტვილის „მერანში“ მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეებია – გუნდთან კონტრაქტი ერთდროულად 12 მოთამაშეს, მწვრთნელებს და სპორტულ დირექტორს ამოეწურათ, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

მარტვილური კლუბის ცნობის მიხედვით, ახალ გუნდებს მოძებნიან ანდრე ნონოსი, ირაკლი ხვედელიძე, თორნიკე კაკუშაძე, ირაკლი საღარეიშვილი, ფელიპე პაიმი, გიორგი ქურდაძე, ვანო წილოსანი, ხოცო მარერა, ბექარ ჩხაბერიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი გიორბელიძე და ვაჟა ქიქავა.

12 მოთამაშის გარდა, მარტვილის „მერანი“ მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ და მისმა ასისტენტმა, ვლადიმერ ჭყონიამაც დატოვეს. „მერანი“ კლუბის სპორტულ მენეჯერს, ოთარ ვარდანიძესაც დაემშვიდობა, ისევე როგორც სპორტულ კომენტატორს, ჯემალ ფირცხალავას.

კლუბმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გუნდისთვის გაწეული სამსახურისთვის. ვინ გაწვრთნის „მერანს“ და რომელ ფეხბურთელებს დაიმატებენ, ამაზე ჯერ არაფერია ცნობილი.