მერანი ბრაზილიელით გაძლიერდა
მერანი ბრაზილიელით გაძლიერდა

ჯეფერსონ ჯერალდო ალმეიდა, იგივე ჯეფინიო, მარტვილის მერანში ითამაშებს. ჭყონდიდურმა გუნდმა მორიგი ახალწვეული უკვე წარადგინა – 29 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა გუდნთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯეფინიო ტექნიკური, გამოცდილი ფეხბურთელია და მისი კარიერის დიდი ნაწილი ბრაზილიას უკავშირდება, სადაც სხვადასხვა კლუბებში ასპარეზობდა, თუმცა საქართველო მისთვის უცხო ქვეყანა არ არის, რადგან ბრაზილიელი გასულ წელს ქობულეთის შუქურას ღირსებას იცავდა და ეროვნულ ლიგა 2-ში 6 გოლი გაიტანა.