მერაბ ტურავა - ვფიქრობ, შევძლებ წარმოვაჩინო საქართველის საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისი ასპარეზზე
მერაბ ტურავა - ვფიქრობ, შევძლებ წარმოვაჩინო საქართველის საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისი ასპარეზზე

ვფიქრობ, შევძლებ წარმოვაჩინო საქართველის საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისი ასპარეზზე, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მერაბ ტურავამ აღნიშნა, მას აქვს როგორც საკონსტიტუციო, ასევე უზენაეს სასამართლოში მუშაობის გამოცდილება.

„დღეიდან უფლებამოსილი ვარ, შევუდგე მუშაობას და ვეცდები, მედიასთან ვიყო გახსნილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება, ექვსი წელი ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, თუ ამას დავუმატებთ ჩემს აკადემიურ საქმიანობასა და გამოცდილებასაც, ვფიქრობ, შევძლებ წარმოვაჩინო საქართველის საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისი ასპარეზზე“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არჩევნების პარალელურად გამართულ „ლელო საქართველოსთვის“ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა.

„ის, რომ აქცია იმართება და აზრის გამოხატვა ხდება, ესაა დემოკრატიის გამოვლინება. ნებისმიერ თანამდებობაზე არჩევა უნდა მოხდეს განსხვავებული აზრის ფონზე, დღეს აზრი დააფიქსირეს ახალბედა პოლიტიკოსებმა, ეს ნორმალურია. ქალბატონი ანა ნაცვლიშვილის პოზიცია არ იყო კორექტული, მან ეს განცხადებები ჭორების ნიადაგზე გააკეთა. ის ჩემი სტუდენტი იყო, დიდ პატივს ვცემ მის მამას, მაგრამ ეს მისი უფლებაა“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე მერაბ ტურავა დღეს აირჩიეს.