მერაბ ჟორდანიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT
ლანჩხუთის „გურიის“ თბილისის ოფისში მერაბ ჟორდანიას წიგნის, „მისი უდიდებულესობა ფეხბურთის“ პრეზენტაცია გაიმართა.
„მსურდა, რამდენიმე ისეთი ეპიზოდი გამეხსენებინა, რომელთა შესახებაც, ჩემი აზრით, ქართულმა საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს.
პირველი ეპიზოდი 1989 წლის 9 აპრილის ავადსახსენებელი მოვლენებიდან სულ რაღაც ერთ თვეში მოხდა – ლანჩხუთის „გურიამ“ მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
მეორე ეპიზოდი 2002 წელს თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების ჩაშლილ მატჩს უკავშირდება.
ამ ფაქტებისა და ეპიზოდების წიგნად გამოცემა ლანჩხუთის „გურიის“ წარმატებას უკავშირდება. ეს გუნდი ჩემს ოჯახთან არის დაკავშირებული. მინდა, „გურიის“ ფეხბურთელებმა იცოდნენ, რაოდენ დიდი გუნდის მაისურს ატარებენ. ვფიქრობ, ეს ფაქტები მათ დამატებით მოტივაციას მისცემს და, ჩემი აზრით, „გურიის“ სამომავლო წარმატების საწინდარი გახდება“, – განაცხადა ჟორდანიამ.