მექსიკის პრეზიდენტი დიდი ოცეულის ლიდერებს მოუწოდებს, ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის საგარეო ვალის პირობები გააუმჯობესონ
მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი დიდი ოცეულის ლიდერებს მოუწოდებს, ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის საგარეო ვალის პირობები გააუმჯობესონ.
„ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ რეალობად იქცეს მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებისთვის ვალისა და ვალის მომსახურების თანხების გაუქმების ვალდებულება“, – განაცხადა ლოპეს ობრადორმა დიდი ოცეულის სამიტზე ვიდეომიმართვაში.
მექსიკის მემარცხენე პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, უზრუნველყონ, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი იყოს კრედიტი ისეთივე საპროცენტო განაკვეთით, როგორც განვითარებულ ქვეყნებში.