მექსიკაში ჩამოვარდნილი კერძო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა
მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდნილი კერძო თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. ავიაკატასტროფას სულ 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ნათქვამია მექსიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებაში.
თვითმფრინავი (Bombardier Challenger 601) კოაუილას შტატში, რთულად მისადგომ მთიან რაიონში ჩამოვარდა. ბორტზე 10 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. გამოძიება მომხდარის მთავარ ვერსიად მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებს.
თვითმფრინავი აშშ-ის ქალაქ ლას ვეგასიდან მექსიკის ნუევო ლეონის შტატის ქალაქ მონტერეიში მიფრინავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები ლას ვეგასში კრივის შეჯიბრზე დასასწრებად იმყოფებოდნენ.