მეოთხე ოქრო თბილისის გრანდ სლემზე - სანებლიძე ოქროს მედლის მფლობელია, ვერცხლი ბერიაშვილმა, ბრინჯაო კი სომხიშვილმა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრებმა უკვე მეორე ოქროს მედლის აღება შეძლო.100კგ-ში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე დაუპირისპირდნენ. ორთაბრძოლა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, სანებლიძემ მეტოქე 21 წამში იპონით დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.
ამავე წონაში მესამე ადგილისთვის იჭიდავა ილია სულამანიძემ, მაგარამ იგი გერმანელი დანიელ ჰერბტსთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა. ტურნირზე კარგად გამოვიდა და დამსახურებული ბრინჯოს მედალი მოიპოვა მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა. ცოტა ხნის წინ, 90კგ წონითი კატეგორიის ფინალში ბექა ღვინიაშვილი უნგრელ კრისტიან ტოტს შეხვდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. თბილისის გრანდ სლემზე გამომსვლელი ოთხი მძიმეწონოსნიდან სამს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.ზაალიშვილი ოქროს მედლისთვის უზბეკ იუსუპოვთან იჭიდავებს, ხოლო ბრინჯაოსთვის ერთმანეთს ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე რვა მედალი იყო – ორი ოქროს, სამი ვერცხლის და სამიც ბრინჯაოსი. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ თემურ ნოზაძე (60კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი სარდალაშვილი (60კგ), გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და გიორგი ტერაშვილმა (73კგ) მოიპოვეს.