მეორე მოგება აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა იუტაკაიამა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ასპარეზობს, სადაც მას დღევანდელ ბრძოლამდე 1 მოგება და 4 წაგება ჰქონდა დაგროვებული.
მეექვსეე საბრძოლო დღეს ტოჩინოშინი მე-14 მაეგაშირას იუტაკაიამას შეხვდა, რომელსაც აქამდე 3 მოგება და 2 წაგება ჰქონდა. ბრძოლა დაძაბულად წარიმართა. მეტოქეებმა შეჯახებისთანავე მოახერხეს ერთმანეთის ქამრების (მავაშების) აღება, თავიდან ლევანს თავიდან თითქოს ცუდი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ შემდეგ იუტაკაიამა შემოატრიალა, დოჰიოდან მარტივად გაიყვანა და იორიკირით დაამარცხა.
ხვალ, 17 სექტემბერს ტოჩინოშინის მეტოქე მე-14 მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 2-4-ზე აქვს.