ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს ორმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა.
ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) პირველივე ორთაბრძოლაში კოსოვოელ სპორტსმენთან დამარცხდა, ასევე ფრიდონ გიგანმაც (73კგ) ვერ დაძლია შვედი ძიუდოისტის ბარიერი და დღევანდელი დღეც ჩვენი დელეგაციისთვის უმედლოდ დასრულდა.
ტურნირი COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით მიმდინარეობს. ხვალ, გრანდ სლემის დასკვნით დღეს კიდევ სამი ქართველი: ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ) იაპარეზებს და იმედი ვიქონიოთ, რომ მედლების მოპოვებას შეძლებენ.