არგენტინის ნაკრების გენერალური დირექტორი სესარ მენოტი ლიონელ მესის კონდიციებზე ნერვიულობს. მისი თქმით, ბარსელონას კაპიტანი გადაღლილია.
„ვშიშობ, რომ მესი დაღლილია. მე ვხედავ, რომ ის ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს ემოციურად ძალიან იღლება, მაგრამ თუ მას ნაკრებში თამაში უნდა, ეს ჩვენთვის უკეთესია“, – განაცხადა სესარ ლუის მენოტიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები პარასკევს ვენესუელას დაუპირისპირდება, ხოლო 4 დღის შემდეგ მაროკოს შეხვდება.