მენი პაკიაოს ვაჟმა კარიერაში პირველი საკრივო ორთაბრძოლა გამართა
მენი პაკიაოს ვაჟმა კარიერაში პირველი საკრივო ორთაბრძოლა გამართა

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივის, მენი პაკიაოს ვაჟმა – ემანუელ პაკიაომ პირველი საკრივო ორთაბრძოლა ჩაატარა.

უმცროსი პაკიაო ალაბანგაში საწვრთნელ-ამხანაგურ ორთაბრძოლაში დაუპირისპირდა ლუკას კარსონს.

ბრძოლას ორივე მოკრივის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. შეხვედრა ფრედ დასრულდა. ორთაბრძოლა მხოლოდ ორ რაუნდს გაგრძელდა. ემანუელ პაკიაო, რომელსაც მეორენაირად ჯიმუელს ეძახიან, ამ ბრძოლისთვის ლოს ანჯელესში ცნობილი მწვრთნელის, ფრედი როუჩის კლუბში ემზადებოდა.

უმცროსმა პაკიაომ ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა, სურს თუ არა პროფესიულ დონეზე კრივში გამოსვლა.