მენი პაკიაო პარიზის ოლიმპიადისთვის კარიერის განახლებას აპირებს #1TVSPORT
ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო რინგზე სენსაციური დაბრუნებისთვის ემზადება – ორი წლის თავზე, რაც მან კარიერა დაასრულა. რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი პროფესიული კრივიდან 2021 წლის აგვისტოში წავიდა მას შემდეგ, რაც მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა იორდენის უგასთან.
44 წლის პაკიაოს განზრახული აქვს 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე კრივის ტურნირში ფილიპინების სახელით გამოსვლა. ფილიპინების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, აბრაჰამ ტოლენტინომ განაცხადა: „სენატორ პაკიაოს გუნდმა გამოაცხადა, რომ ჩვენს კერპს სურს პარიზის რინგზე ჩხუბი“.
პაკიაოს არ შეუძლია პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრა აზიის თამაშების გავლით, რადგან იქ ყველა მოკრივისთვის 40 წლამდე ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს. მაგრამ კრივის ლეგენდას ექნება შესაძლებლობა, 2024 წლის ზაფხულის თამაშების საგზური ორ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვოს, რომლებიც მომავალ წელს გაიმართება.